მეცნიერების ვარაუდით, მალე ბევრისათვის საყვარელი სეზონი შესაძლოა ისეთი ცხელი გახდეს, რომ მისი ატანა შეუძლებელი იყოს  ადამიანების დიდი ნაწილისათვის. ტემპერატურის ყოველწლიური მატება ზიანს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს მიაყენებს, განსაკუთრებით კი იმათ, ვინც მშებელობებზე, ღია ფერმებში, მინდვრებში, ანაც დახურულ სივრცეშიქარხნებსა და საავადმყოფოებში მუშაობენ.

ძლიერ სიცხეს  სხეულის გადახურების გამოწვევა შეუძლია, რაც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის სახიფათოა. გლობალური დათბობის შედეგად პლანეტაზე ტემპერატურა წლიდან წლამდე იმატებს, ახლანდელი ვითარება კი შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს.

აღნიშნულ პრობლემაზე „ბიბისის“ ექიმი ჯიმი ლი ესაუბრა,  რომელიც სინგაპურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმია. ლის თქმით იმისათვის, რათა კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენცია მოხდეს, ის და მისი კოლეგები კონდიციონერს არ რთავენ. თუ აუტანელ სიცხეს სპეციალურ სამედიცინო ეკიპირებასაც დავუმატებთ, რომლის ტარებაც ექიმებს 8 საათიანი სმენის დროს უწევთ, ცხადი გახდება, რომ მათი სამუშაო პირობები აუტანელია. სიცხე მოქმედებს უმნიშვნელოვანეს უნარზე, რომელიც მედიკოსებს განსაკუთრებით სჭირდებათ, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაზე.

რა არის სხეულის გადახურება?

ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხეულის სათანადოდ გაგრილება შეუძლებელია. შედეგად ორგანიზმის ტემპერატურა დასაშვებზე მაღალ ნიშნულს უტოლდება, რაც სხვადასხვა ორგანოების ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის. სხეულის გადახურების თავდაპირველი სიმპტომები სისუსტე და დეზორიენტაციაა, თუმცა ამას შესაძლოა ნაწლავების და თირკმელების სერიოზული პრობლემები მოჰყვეს.

რა გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილებები ადამიანებზე?

მსოფლიოში ტემპერატურა თანდათანობით მატულობს, მასთან ერთად იზრდება ტენიანობაც. საბოლოოდ, ცხელი დღეების რიცხვი თანდათან უფრო მოიმატებს. ბრიტანელი პროფესორი რიჩარდ ბეტსი ამბობს, რომ თუ ტემპერატურის მატება ასეთი ტემპით გაგრძელდა, დედამიწის ყველაზე ცხელ წერტილებში ცხოვრება რაღაც პერიოდის შემდეგ ადამიანებისათვის შეუძლებელი იქნება. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 2100 წლისათვის კლიმატის ცვლილებები პირდაპირ იმოქმედებს 1,2 მილიარდ ადამიანზე.

როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა?

ექიმი ჯიმი ლის თქმით, კლიმატური ცვლილებები გლობალური მოვლენაა და მასთან გასამკლავებლად სხვადასხვა ქვეყნების კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო. დღესდღეობით მრავალი სხვა პროფესიის ადამიანების მსგავსად, სიცხესთან ბრძოლა განსაკუთრებით უჭირთ მის კოლეგებს. ექიმების დიდი ნაწილი სპეციალურ დამცავ ეკიპირებაში გამოწყობილი მუშაობს და მათგან ბევრი წყლის დალევას ერიდება, რათა შემდეგ ტუალეტში გასვლა არ მოუწიოს. ბევრი მათგანი თვლის, რომ ექიმი პაციენტებს იქამდე უნდა დაეხმაროს, სანამ შეუძლია, ამიტომ გადახურების სიმპტომების მიუხედავად მუშაობას განაგრძობს. ლი ამბობს, რომ აუტანელი სიცხე განსაკუთრებით სწორედ ასეთ მოტივირებულ ადამიანებს ასახელებს.

სინგაპურელი ექიმი ამბობს იმასაც, რომ სიცხისაგან თავის არიდება გასაკეთებლად ბევრად რთულია, ვიდრე სათქმელად, თუმცა ერთი წესის შესრულება მაინც აუცილებელია –  უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე.

 

მსგავსი თემები