2 მარტს, 16:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში, ბიას ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან თემაზე – “სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების გამოწვევები და პერსპექტივები”.

მოწვეული კომპანიების წარმომადგენლებს წარუდგენენ სამშენებლო ბაზრის დეტალურ სტატისტიკას და გააცნობენ სამშენებლო სექტორის ახალ პერსპექტივებს.

შეხვედრაზე მოწვეული იქნებიან სტუმრები თბილისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურებიდან, სადაც კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, დაუსვან კითხვები მერიის წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

შეხვედრა ბიას ახალი მიმართულების, B Talks-ის ფარგლებში იმართება, რომელიც ითვალისწინებს სისტემატურ შეხვედრებს სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბიას ორგანიზებით, პირველი სეგმენტური შეხვედრა სატრანსპორტო და გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლებთან 2 თებერვალს გაიმართა. შეხვედრას 70-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. B Talks-ის ფარგლებში შეხვედრები გაგრძელდება და წლის ბოლომდე ბიზნესის ყველა სფეროს მოიცავს.

მსგავსი თემები