LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბია” 16 წლიან საქმიანობას შეაჯამებს

164

25 ოქტომბერს, „ბია” 16 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებას ქართული ბიზნესის 200-მდე წარმომადგენელი დაესწრება. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან „ბიას” ქართველი და უცხოელი პარტნიორებიც. „ბიას” მენეჯმენტი კომპანიის 16 წლიან საქმიანობას შეაჯამებს და სტუმრებს  სიახლეებს წარუდგენს.

ცნობისთვის, „ბია” პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ბიზნეს ინფორმაციის შექმნას და დამუშავებას ემსახურება. კომპანია 2002 წელს დაარსდა და 16 წლის განმავლობაში, რეგიონში ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ბიზნეს ინფორმაციის დარგის ნოვატორმა და მზარდმა კომპანიამ.

„ბია” ფლობს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად ორენოვან ონლაინ მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქართველოში ეკონომიკურად აქტიურ 40 000-ზე მეტ კომპანიაზე.

აღსანიშნავია, რომ „ბია” დარგის ლიდერია ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიების და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების მიწოდებაში. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები