LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრს მილიონერი ვგონივარ, სინამდვილეში, მე მხოლოდ ვფლანგავ მილიონებს“, – რობერტ პლანტის ცნობილი გამონათქვამები

432
რობერტ პლანტი

„სექსუალური მანიაკების რეპუტაცია გვქონდა, არადა სასტუმროში, ძილის წინ მხოლოდ კარგ წიგნს ვეძებდით წასაკითხად“, – იხსენებს ლეგენდარული Led Zeppelin-ის ლიდერი, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ (20 აგვისტოს) 71 წელი შეუსრულდა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ რობერტ პლანტის ფრაზებს:

მუსიკა – დღესასწაულია, მაგრამ მუსიკა სიცარიელეცაა, ამიტომ არ ღირს მისი გაანალიზება.

უკეთესია მოკვდე ქუჩაში, ტროტუარზე მაგრამ მიაღწიო მიზანს, ვიდრე იცოცხლო ასი წელი შეგრძნებით, რომ საკუთარ თავს უღალატე.

წლების შემდეგ ყოველთვის საოცრებად გეჩვენება ის, რასაც ახალგაზრდამ და ბრიყვმა მიაღწიე.

ათი წუთი მუსიკალურ სამყაროში 100 წელს უდრის ნებისმიერ სხვა სამყაროში.

ვეთაყვანები ქალებს, ისინი კერპები არიან ჩემთვის, რადგან ქალი მუსიკოსი ბევრად კრეატიული და მიზანსწრაფულია… ზოგჯერ მგონია, რომ წარსულ ცხოვრებაში მეც ქალი ვიყავი.

ცხოვრება არსად მიდის, სინამდვილეში დრო გარბის ძალიან სწრაფად.

ნებისმიერი, ვინც სიმღერას იწყებს, თანაგრძნობას იმსახურებს. რადგან ადამიანისთვის არასდროს ყოფილა ბუნებრივი ხმამაღალი და ზოგჯერ გაუგებარი ბგერების გამოცემა საზოგადოების ყურადღების მისაქცევად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები