LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრ საოცარ რამეს ამბობს, მოიტანოს, გვანახოს ოქმი” – გახარია ხაზარაძეს პასუხობს

76
gaxaria

გიორგი გახარიას პირველი პასუხი პრემიერის რანგში მამუკა ხაზარაძეს – მთავრობის მეთაური ბიზნესმენისგან წერილისა და ოქმის ჩვენებას ითხოვს.

“ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ბატონი ხაზარაძე.

წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი, – ამბობს გახარია.

ის თვლის, რომ ანაკლიის პორტი პოლიტიკური ჭორაობისა და სპეკულირების საგანი გახდა, რაც მისი თქმით, კარგი არ არის.

„ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს. ანაკლია, როგორც პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც პროექტი, ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“,- განაცხადა გახარიამ. 

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ინვესტორს უთხრა, რომ მისნაირი ინვესტორი არ სჭირდება - მამუკა ხაზარაძე

ამერიკულ კომპანიას ხელისუფლების წარმომადგენელმა ინვესტიციები შეაჩერებინა

ის ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი წარმატებით რომ განხორციელდეს, მას პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები სჭირდება, რაც მისი თქმით, არ გვყავს.

ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, როდესაც არც ერთი სერიოზული, უცხოელი, ჩვენთვის ძალზეც მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი ფაქტობრივად არ დარჩა კონსორციუმში და კიდევ ვიღაცას რაღაცებს აბრალებენ, არასერიოზულია“,- აცხადებს პრემიერი.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ “მთავარ აქცენტებში” განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ინვესტორ ინგლისურ კომპანია “მერიდიანს” პირდაპირ უთხრა, რომ მისნაირი ინვესტორი არ სჭირდებათ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები