LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრ მღვდელთან და ბერთან შედარებით, ჩვეულებრივი წმინდანი ვარ, შეგიძლიათ მეუფეც დამიძახოთ…” – გაბუნიას მონოლოგი (ვიდეო)

579
lakneg

“პოსტ ფაქტუმის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის მონოლოგი სპეციალური მიმართვით დაიწყო და ბოდბელი ეპისკოპოსის სკანდალური განცხადებების ფონზე, მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა გაიხსენა

კერძოდ, გიორგი გაბუნიამ იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მას ქრისტიანულ რწმენასთან, ეკლესიასა და ღმერთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.

ქრისტეზე ხუმრობის გამო ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საყვედური მიიღო, რუსთავი 2 კი ბოდიშს იხდის

გაბუნიამ ერთ-ერთი ეპისკოპოსის მხრიდან ამბიონიდან მისი დაწყევლაც გაიხსენა.

“ჩემს წყევლას და ანათემაზე გადაცემას არ გირჩევნიათ საკუთარ პრობლემებს მიხედოთ. საერთოდ, გახსოვთ სინოდი ბოლოს როდის შეიკრიბა, რატომ არ ატარებთ სხდომებს, იმიტომ ხომ არა რომ საპატრიარქოში ბოლო დროს დაგროვილი შლამის ზედაპირზე ამოტივტივების გეშინიათ. თურმე, მე შევურაცხვყოფ ხალხის რელიგიურ გრძნობებს და ვაბრკოლებ მორწმუნეებს. შეხედეთ, მღვდლები ეპისკოპოსის განცხადებებზე როგორ ან რა ლექსიკით საუბრობენ და საჯაროდ როგორ ამკობენ. ახლა მთლად პატრიარქის მკვლელობას აბრალებენ ერთი მეორეს.

და ამ ფონზე, თუ მაგარი ხარ და უბრალოდ ეპისკოპოს გაუბედე მეუფეს ნაცვლად მამაოთი მიმართე. მე ვარ მოწმე, როგორ ჰყავს გამოთათხული ჩვენი ერთი ჟურნალისტი ერთ-ერთ დიდად პატივცემულ მიტროპოლიტს, მხოლოდ იმის გამო რომ კორესპონდენტს შეეშალა და მამაო დაუძახა და არა, მეუფე”

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები