LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესიკ თამლიანი პატიმრობაში რჩება: ოჯახი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

104
44

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა კვლავ პატიმრობაში დატოვა.

თამლიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა დააყენა, თუმცა შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ბესიკ თამლიანის უკმაყოფილება მოჰყვა. ალექსანდრე იაშვილმა ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა. სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს თამლიანის ოჯახის წევრებმაც. ისინი აცხადებდნენ, რომ თამლიანის პატიმრობაში დატოვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები