LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესელია ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს – თინა ბოკუჩავა

Tina_Bokuchava_58788c6784bb8

“ბესელია ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია, რომ მას შეიძლება სხვა ე.წ. კომპრომატები ჰქონდეს”, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. დეპუტატის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები სუს-მა ბიძინა ივანიშვილისდავალებით გაავრცელა, რათა რიგით მოქალაქეებზე მომხდარიყო ჯოხის გადატეხვა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ვიდეო თავად ბიძინა ივანიშვილისდავალებით გაავრცელა სუს-მა, რადგან ამას ჰქონდა სპამური ხასიათი. ათობით ადამიანს მიუვიდა „ინბოქსში“ სწორედ იმ იმედით, რომ ვიღაცას ხელი წაუცდებოდა და შემდგომ სუს-ი ადამიანებზე შეეცდებოდა ჯოხის გადატეხვას. სამწუხარო ის არის, რომ თავად ეკა ბესელიასაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწორად განაცხადა, ინიციატორი უნდა დასაჯონ სამართალდამცავებმაო, ის მაინც ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია, რომ მას შეიძლება ჰქონდეს სხვა ე.წ. კომპრომატებიც“, – განაცხადა თინათი ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები