LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში უშგულზე წერენ: „იცით სად მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ულამაზესი ძეგლი?”

898
148455376-10151384297244991-1193187635571902092-o

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin საკუთარ ოფიციალურ ფეიბსუქ გვერდზე უშგულის ფოტოს აქვეყნებს და მის შესახებ წერს.

„იცით სად მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ულამაზესი ძეგლი? ეს არის ევროპის ერთ – ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი უშგული! ის ზღვის დონიდან თითქმის 2200 მეტრამდე მდებარეობს“ – იუწყება ITB Berlin-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა ექნება. წელს ITB Berlin-ის ტურიზმის საერთაშორისო ონლაინ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას, სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები