LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში ქართველის მკვლელობის უკან რუსეთი დგას: ევრონიუსი შეკვეთილ მკვლელობაზე

108
546

გერმანიის პროკურატურა აცხადებს, რომ ბერლინის პარკში დღისით ქართველი მამაკაცის მკვლელობის უკან რუსეთი დგას.

ევრონიუსი წერს: მსხვერპლი ეროვნებით ჩეჩენი საქართველოს მოქალაქე თორნიკე კ.-ია. ის გერმანიაში 2016 წელს ჩავიდა.

საუბარია ზელიმხან ხანგოშვილზე.

უწყების ვებსაიტზე განთავსებულ ცნობაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ვინმე „ვადიმ კ.-მ“ მკვლელობა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით ჩაიდინა.

“ეს იყო შურისძიება რუსეთთან ადრეულ კონფლიქტებში მონაწილეობისთვის. ვადიმ კ-ს მკვლელობის სანაცვლოდ ფინანსურ ჯილდოს შეპირდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

საბრალდებო დასკვნაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ვკითხულობთ კიდევ ერთ საინტერესო ნაწილს

“მკვლელობის ბრძანების საფუძველი იყო რუსეთის სახელმწიფოსთან, მისი ავტონომიური რესპუბლიკების ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მთავრობებთან და საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გერმანიის პროკურატურის ამ დასკვნის შემდეგ ბერლინში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ფედერაციის ელჩი, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი, მოსკოვს ახალი სანქციებით დაემუქრა.

“ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიწვიეთ რუსეთის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე, რათა ჩვენი პოზიცია ცალსახად ცხადი ყოფილიყო რუსული მხარისთვის. გერმანიის მთავრობა პირდაპირ იტოვებს უფლებას მიიღოს შემდგომი ზომები”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

რუსეთის ელჩმა სერგუეი ნეცჩაიევმა, ბრალდებები უარყო.

“ჩვენ ამ ბრალდებებს დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მივიჩნევთ” – განაცხადა მან.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველოდან ოჯახიც გახიზნა და თავადაც გადაიხვეწა. ბერლინში თავშესაფარი არ მისცეს, რადგან, სავარაუდოდ, ვერ დაადასტურა, რომ საქართველოში მისთვის ცხოვრება სახიფათო იყო. 23 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში დღისით-მზისით მას მკვლელი ველოსიპედით მიეპარა და სამი ტყვია დაახალა. თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თავს რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) აგენტი დაესხა. ამ ვერსიას ემხრობოდა მოკლულის ოჯახი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები