LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკის და მეთ დეიმონის ახალი პროექტი

120

კინოკომპანია 20th Century Fox-თან თანამშრომლობით, დეიმონი-აფლეკის დუეტმა ახალი მასშტაბური პროექტის შექმნა ჩაიფიქრა, რომელიც რეალურ მოვლენებზე, ინტერნეტ-ჟურნალში The Daily Beast გამოქვეყნებული სტატიის „როგორ გააყალბა ყოფილმა პოლიციელმა McDonald’s-ის თამაში „მონოპოლია“ და მოიპარა მილიონი“ მიხედვით შეიქმნება.

ინტერნეტ-სტატია ყოფილი პოლიციელის ჯერომ ჯეკობსონის ისტორიას აღწერს, რომელიც კომპანიის უსაფრთხოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა და McDonald’s-ის რესტორნების ქსელში ყოველწლიურად გამართული თამაშის „მონოპოლიის“  სათამაშო სტიკერების შექმნაზე აგებდა პასუხს, თანამოაზრეებთან ერთად წლების მანძილზე წარმატებით აყალბებდა მსხვილ ფულად პრიზებს, მოგებას კი, რომელმაც 24 მლნ. დოლარი შეადგინა განგსტერებთან, სტრიპ-კლუბების მფლობელებთან და მორმონების ოჯახთან ინაწილებდა.

სავარაუდოდ, რეჟისორის სავარძელს ბენ აფლეკი დაიკავებს, მეტ დეიმონი კი, მოხერხებული თაღლითის როლს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ უფლებას ფილმის გადღებაზე 20th Century Fox-ს ცნობილ კომპანიები Universal, Warner Bros. და Netflix ეცილებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები