LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიასა და ლუქსემბურგში ადგილობრივებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებენ

106
luxemburg-belgium-header

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოში სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. პრესტური ტურიზმის ადმინისტრაციისა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით გაიმართა.

ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ძველ თბილისში შეხვდა.

პრესტურში ლუქსემბურგისა და ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბეჭდური მედიის Marie Claire, Plus Magazine Tageblatt და Luxemburger Wort -ის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფი თბილისის შემდეგ მცხეთას, სტეფანწმინდას, გუდაურს და კახეთს ეწვევა.

ტურის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ. მაღალრეიტინგულ გამოცემებს მილიონობით მკითხველი ჰყავს როგორც ევროპის, ასევე აშშ-ს მასშტაბით.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ბელგიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოში ბელგიიდან და ლუქსემბურგიდან ვმასპინძლობთ წამყვან ჟურნალისტებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ისეთი გამოცემის, როგორიცაა Marie Claire-ის წარმომადგენლები სტუმრობენ საქართველოს. გაცნობითი ტურის ფარგლებში ჟურნალისტებს ვაჩვენებთ ყველა იმ ღირსშესანიშნაობას რითაც ვამაყობთ. სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის Marie Claire-ში, მალე ვიხილავთ სტატიებს, სადაც მკითხველს ურჩევენ, რომ საქართველოში იმოგზაურონ,“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები