LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსის სასამართლომ ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე ოპოზიციონერს – მარია კოლესნიკოვას 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

78
მარია კოლესნიკოვა

ბელარუსის სასამართლომ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი ქუჩის საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ლიდერს, მარია კოლესნიკოვას, 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კოლესნიკოვასა და კიდევ ერთ ოპოზიციურ ფიგურას, მაქსიმ ზნაკს, ბრალი ექსტრემიზმსა და ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების მცდელობაში წაუყენეს. ზნაკს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სასამართლო პროცესი, რომელიც გასულ თვეში დაიწყო, ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით საზოგადოებისთვის დახურული იყო.

კოლესნიკოვა და ზნაკი იმ ათიათასობით ადამიანს შორის არიან, რომელიც ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციების დაწყების შემდეგ დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები