LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეირუთში აფეთქებისას გარდაცვლილთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა, დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი

191
beirut-explosion

ლიბანში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4 000-ზე მეტი ადამიანი. ამ დრომზე დაკარგულად ითვლება რამდენიმე. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა.

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.

ლიბანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები