“რაგბის ქართველი გულშემატკივარი მატჩის სანახავად ედინბურგში ველოსიპედით ჩავიდა”, – ამ სათაურით აქვეყნებს ცნობილი ბრიტანული გამოცემა BBC სტატიას, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ სანდრო დათიშვილის შესახებ. როგორც გამოცემა წერს, 25 წლის სანდრო თბილისში არქიტექტურაზე სწავლობს და ამ ფორმით მოგზაურობა, მისთვის პირველი იყო.

,,სანდრომ შეამჩნია, რომ სხვებთან შედარებით საქართველოს ნაკრებს გასვლით მატჩებზე მცირე რაოდენობის გულშემატკივარი დაჰყვება და გადაწყვიტა, ყველასთვის ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია” – წერია სტატიაში

„ფორტუნას“ მკითხველმა უკვე იცის, რომ შოტლანდიაში ქართველი ველოსიპედისტი მოგზაურობის მეოთხმოცე დღეს ჩავიდა. ედინბურგში ქართველი საქართველო-შოტლანდიის რაგბის მატჩს უნდა დაესწროს, რომელიც დღეს გაიმართება.

„სპორტის გულშემატკივრები დიდ მანძილზე დაყვებიან საყვარელ გუნდებს, მაგრამ რაგბის ერთმა გულშემატკივარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი. სანდრო დათიშვილმა ველოსიპედით გაიარა თბილისიდან ედინბურგამდე“, – ნათქვამია სტატიაში.

ამავე თემაზე – ქართველი ბიჭი მორაგბეების საგულშემატკივროდ ედინბურგში ველოსიპედით ჩავიდა

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები