LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC-ის სერიალს, რომელშიც მერაბ ნინიძე თამაშობს, რუსეთის საელჩო აკრიტიკებს

86

1 იანვარს ეკრანებზე გამოვიდა BBC-ის ახალი კრიმინალური სერიალი McMafia, სადაც მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს. კრიტიკოსებმა სერიალი კრიმინალური სამყაროს შესახებ უკვე შეაფასეს დადებითად, თუმცა სერიალის პირველი ეპიზოდით უკმაყოფილო დარჩა რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში. პირველივე ეპიზოდის გამოსვლისთანავე დიპლომატიური უწყების „ტვიტერის“ გვერდზე პოსტი  გამოქვეყნდა, სადაც საელჩო სერიალის შემქმნელებს რუსეთის შესახებ უარყოფითი დამოკიდებულის გაღვივებაში ადანაშაულებს: „როგორ ფიქრობთ, რეალურად რამდენი რუსია დიდი ბრიტანეთის ციხეებში“, – წერია „ტვიტერზე“. რუსეთის საელჩო სოციალურ ქსელში აგრესიული პოსტებითაა ცნობილი.

თავად სერიალი კი გლობალური მაფიის ისტორიას გვიყვება. ბრიტანეთში გაზრდილი რუსული მაფიოზური ოჯახის წევრი წარსულის დავიწყებას და ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავს. ტრაგიკული შეთხვევა კი მას კრიმინალურ სამყაროში  დააბრუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები