LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს

224
fsvb f vb

ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის მუხლით დაკავებულთა რიცხვს, რომელიც გასული წლის ბოლოს 22 პირის დაკავებით შემოიფარგლა, კიდევ 2 ბრალდებული დაემატა. გამოძიებამ აღნიშნულ საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ 2 დამნაშავე ამხილა. მათი დაკავების ოპერაცია ჯერ კიდევ ახალ წლამდე, რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა. დღეს კი სასამართლომ საქმეზე პირველად იმსჯელა. დედა-შვილის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და გაერთიანდა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დანაშაულთან, რომელთა კვალზეც გამოძიება თავდაპირველად გავიდა.

პროკურორი მარიამ გოგორელიანი საუბრობს საქმის დეტალზე, რომელიც ბრალეულობის დასადგენად გამოძიებას დაეხმარება.

“არაერთი მტკიცებულება გვქონდა მშობლებთანაც და ბრალდებულებთან, საბანკო გადარიცხვებიც ჩანს და არის მტკიცებულებებში, საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ ამანათები აქვთ გამოტანილი ბრალდებულებს”, – აცხადებს პროკურორი.

რაც შეეხება ბრალდებულის დაცვას, ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებამ მხოლოდ მტკიცებულებების ელექტრონული ვერსია მისცა და მისი თქმით, საჭიროა მატერიალური მტკიცებულებაც. დაცვის მხარე  შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

“მხოლოდ ელექტრონული ვერსიები მოგვცეს და გვინდოდა მატერიალური მტკიცებულებებიც, რაც არ მოგვცეს, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ შუამდგომლობას. გვაქვს ჩვენც მტკიცებულებები და დავკითხეთ მოწმეები, რასაც ჯერჯერობით ვერ ვიტყვით,” –  აღნიშნავს ადვოკატი.

ბავშვთა პორნოგრაფია – დაკავებულია არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი

შეგახსენებთ, რომ საქმეზე, გასული წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 22 პირი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალაქეა და სასამართლო პროცესზე დღეს ავსტრალიის საელჩოს წარმომადგენლებიც იყვნენ.

საქართველოს კანონმდებლობით, აღნიშნული დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები