ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართულ მხარეს ბავშვთა სიმსივნეებთან საბრძოლველად სამედიცინო ცენტრის დასაარსებლად 700 000 ამერიკული დოლარი გადასცა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ გლობალ ჰილინგსა და ჯო ენის სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება”, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები