LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობა ამ ხალხში გავატარე და დღემდე მეც ამ ოჯახის წევრი ვარ – არჩილ თალაკვაძე მშობლიურ გურიას სტუმრობდა (ფოტოები)

198
BeFunky-collage (20)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გურიას სტუმრობდა. მან ოზურგეთის სოფლებში სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბავშვობა სწორედ მშობლიურ გურიაში გაატარა. ყოველი ჩასვლა ოზურგეთში კი, მას ახალ ძალას მატებს.

“ოზურგეთის სოფლებში სოციალური პრობლემების მქონე ოჯახები მოვინახულე. ბავშვობა ამ ხალხში გავატარე და დღემდე მეც ამ ოჯახის წევრი ვარ. ამიტომაც, ყოველი ჩასვლა ჩემს მშობლიურ გურიაში ახალ ძალას, ახალ ენერგიას მაძლევს, რომ გავაგრძელოთ საქმე და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი შევქმნათ. #ისინიმარტოარარიან ,-წერს პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები