LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვისთვის ბოსტნეულის მიღება არ არის აუცილებელი წვნიანის სახით – ნუგზარ უბერი

370
uberi201113

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ „ფეისბუქის“ გვერდზე პროფესორ ნუზგარ უბერის რეკომენდაციებს გვიზიარებს, რომელიც დღეს საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს პასუხობს:

“ხშირად ვაწყდებით მითებს ბავშვთა ჯანმრთელობასა და ავადობაზე. ყველაზე გავრცელებული მითების რეალობისგან გარჩევაში „ციტოს“ პედიატრი, ნუგზარ უბერი დაგვეხმარება.

მითი: 40° C-ზე მაღალი ცხელება იწვევს ტვინის დაზიანებას.

რეალობა: ცხელება ინფექციის ფონზე არ იწვევს ტვინის დაზიანებას. 42° C-ზე მაღალმა ცხელებამ შეიძლება დააზიანოს ტვინი, თუმცა ასეთი მაღალი ცხელება ძალიან იშვიათია.

მითი: სიმპტომების გაქრობის შემდეგ შესაძლებელია ანტიბიოტიკის მიღების შეწყვეტა.

რეალობა: ანტიბიოტიკების მიღების ხანგძლივობას განსაზღვრავს ექიმი და მისი თვითნებური შეწყვეტა საზიანოა პაციენტისათვის. არასრულმა ანტიბიოტიკოთერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციის შებრუნება, რომელსაც უფრო რთული მიმდინარეობა ახასიათებს.

მითი: აუცილებელია ბავშვმა ყოველდღიურად მიიღოს წვნიანი.

რეალობა: აუცილებელია ბავშვის მენიუ იყოს ბალანსირებული, იგი უნდა შედგებოდეს ცილების, ჯანსაღი ცხიმებისა და ნახშირწყლებისაგან, ასევე ვიტამინებისა და მიკრო და მაკრო ელემენტებისაგან. ბოსტნეულის მიღება არ არის აუცილებელი წვნიანის სახით, ის შეიძლება სხვადასხვა მეთოდით მომზადდეს ბავშვის რაციონის გასამრავალფეროვნებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები