LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის სხეულებრივი დასჯის ფაქტზე სახელმწიფო უწყებებს რეაგირება არ ჰქონიათ – PHR

bavshvebzezaladobafoto

ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ბავშვის მიმართ სხეულებრივი დასჯის ფაქტზე გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართა.

“2018 წლის აპრილში, ორგანიზაციას სამართლებრივი დახმარების მიზნით მომართეს 5 წლის ბავშვის მშობლემა. მათი განცხადებით, 2017 წლის იანვარში ბავშვი მასწავლებლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შესახებაც პოლიციას შეატყობინეს; სამართალდამცავებისთვის შეტყობინებას შედეგი არ მოჰყოლია,”- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

PHR-ში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საქმეზე ორგანიზაციამ რამდენჯერმე მიმართა  სამართალდამცავ ორგანოს ეფექტური გამოძიების წარმოების მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ.

“ამ დრომდე, გამოძიებამ ვერ უზრუნველყო ბავშვისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაც კი. ამასთანავე, სახელმწიფომ რეაგირების გარეშე დატოვა საბავშვო ბაღის მასწავლებელთა მხრიდან ბავშვის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის შეუტყობინებლობის ფაქტი, რასაც საქართველოს მთავრობის დადგენილება ავალდებულებს,”- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეში სახელმწიფო უწყებებმა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს პროკურატურამ, სოციალური მომსახურების სააგენტომ და ბაღების მართვის სააგენტომ – ვერ უზრუნველყვეს ბავშვის ძალადობისგან დაცვა. რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ, ასევე, დაარღვია ბავშვის მოსმენის უფლება, რადგან ისინი არ გაესაუბრნენ ბავშვს, რათა უშუალონ მისგან მიეღოთ მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაცია.

19 ნოემბერს მსოფლიო ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. PHR-ის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა ასახავს, თუ რამდენად გონივრულად უდგება საქართველოს სახელმწიფო ბავშვთა მიმართ ძალადობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები