LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები 12 წლის ასაკიდან უნდა იყვნენ ვაქცინირებულები: მაია ჩხაიძე

89
მაია ჩხაიძე

„საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს,“ – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც მაია ჩხაიძემ განმარტა, ვაქცინასთან ერთად, ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსული ინფექციის პირობებში, ბავშვმა ნიღაბი 2 წლის ასაკიდან უნდა ატაროს.

„12 წლის ბავშვები უკვე სკოლაში დადიან, მეტსაც გეტვით, ნიღბის ტარების აუცილებლობაა. ამერიკის პედიატრთა ასოციაციას და აკადემიას ჰქონდა ასეთი რეკომენდაცია, რომ ნიღბის ტარება, სავალდებულო და აუცილებელი იყოს კორონავირუსული ინფექციის დროს 5 წლის ასაკიდან.

5 დღის წინ, ამერიკის პედიატრთა აკადემიამ დადო ახალი რეკომენდაცია, რომ 2 წლის ზემოთ ასაკში ყველა ბავშვმა ნიღაბი უნდა იხმაროს. ასე რომ მე მომხრე ვარ, ბავშვები 12 წლის ასაკიდან უნდა იყვნენ ვაქცინირებულები. ის, რომ ბაშვებს 16 წლიდან ცრიან, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია,“- აღნიშნა მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.