თაკო როდონაია სოციალურ ქსელში წერს იმ ულამაზესი შენობის შესახებ, რომელიც ბათუმში დგას. სადარბაზოში, როგორც პოსტის ავტორი აღნიშნავს და ამის ფოტოფაქტებსაც გვთავაზობს, სადარბაზო წარწერებით ააჭრელეს.

გთავაზობთ თაკო როდონაიას სტატუსს:

„ამ ქვეყანაში რამდენიმე შენობაა გადარჩენილი, რომელსაც მეტალოპლასტმასურმა ხელმა და გემოვნებამ ჯერ ვერაფერი დააკლო. მაგალითად, ეს სახლი ბათუმში, ასათიანის კუთხეში. არ არსებობს, აქ ჩამოვიდე და ყველა გზა ამ ქუჩის გავლით არ ვიარო. დღეს სადარბაზო ღია იყო და შევბოდიალდი. დამხვდა ასეთი. გავიგე, რომ ვიღაცამ დააწერა, გააფუჭა. მაგრამ, ვინც აქ ცხოვრობს და აქ გადი-გამოდის, ამას როგორ ეგუება, ვერაფრით ამოვხსენი. სადარბაზოს სახლთან გაიგივებას ნეტა როდის შევძლებთ?!“