LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მყოფ ორ ჩინელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა: მათ აჭარა უკვე დატოვეს

119
894bb9a61d7a37e56b52df69049eee7f-XL

საქართველოში შემოსულ ორ ჩინელ ტურისტზე სამედიცინო დაკვირვება მიმდინარეობდა და მათი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში, კორონავირუსის დასადგენად გაიგზავნა. ლაბორატორიის ანალიზებით კი დადგინდა, რომ მათ ვირუსი არ აღმოაჩნდათ. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

დაავადებათა ეროვნული ცენტრმა გუშინვე გაავრცელა განცხადება, სადაც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ის ორი ჩინელი მოგზაურები არიან და ქვეყანაში შემოსულებს დაუფიქსირდათ დაბალი სიცხე, ამიტომ პრევენციის მიზნით, საჭირო გახდა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

ჩინელი მოგზაურები ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტურისტებმა ჯერ სასტუმროს ადმინისტრაციას მიმართეს და შემდგომ მოხდა სამედიცინო დაწესებულებების ინფორმირება. ორი დღის განმავლობაში მათზე დაკვირვება მომდინარეობდა, თუმცა ლაბორატორიულად კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ჩინელმა მოგზაურებმა აჭარა უკვე დატოვეს.

საქართველოში შემოსულ ორ ჩინელს მედიკოსები აკვირდებიან

დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 170-ს მიაღწია. დაავადებულთა რაოდენობა კი 7711-ია. ინფიცირებულთაგან 1400-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებაზე დაყრდნობით BBC წერს.  კორონავირუსმა ჩინეთის ყველა პროვინცია მოიცვა. მსხვერპლთაგან 162 ადამიანი, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ხუბეის პროვინციაში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები