LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს

155
1

ბათუმში ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ბავშვი ამოიყვანეს.

არასრულწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. ბავშვის ამოყვანას ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ოვაციებით შეხვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევისას არასრულწლოვანი კორპუსთან მდგარ ავტომანქანაში იმყოფებოდა, მისი მშობლები კი ავტომანქანასთან.

ამ დროისთვის უცნობია, როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მრავალსართულიანი შენობა ბათუმის ცენტრში დაახლოებით, ნახევარი საათის წინ ჩამოინგრა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები