LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულმა სამმა ქალმა იმშობიარა, ახალშობილებს „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდათ

88
5dfd120a9cd15

ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კოვიდინფიცირებული ორსული პაციენტები იმყოფებიან, დღეს, სამი ჩვილი გაჩნდა არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ.

კლინიკის დირექტორის, ნუგზარ პაპავას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 ორსულიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

„სამი ახალშობილის ტესტის პასუხებს ველოდებოდით და ყველას უარყოფითი აქვს. საერთო ჯამში, ჩვენს კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმეა მოთავსებული. აქედან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან პაციენტს ხველება და ცხელება აღენიშნება, იგი 22 კვირის ფეხმძიმეა. სხვა ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები