LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი, კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე, სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრით გარდაიცვალა

63
doctorsobsolete-reuters-post-thumb-615x300-65691.jpeg

ბათუმის ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც “ფორტუნას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პაციენტს შეყვანისთანავე სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“პაციენტს კოვიდ სასტუმტოში შეყვანისთანავე სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.

ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება“,- განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მაშინ გარდაიცვალა, როცა კოვიდსასტუმროს დატოვებას ცდილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები