LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 29 წლის გოგო გარდაიცვალა – რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?

862
233976632

ბათუმში 29 წლის გოგოს მელანო ფუტკარაძე 21 მარტს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, გარდაცვალება მწვავე აპენდიციტით იყო გამოწვეული. გარდაცვლილის დედის ნარგიზ ქათამაძის ინფორმაციით, მუცლის არეში ტკივილებით თავდაპირველად რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა მალევე სახლში გაწერეს. მეორე დღეს კი, მდგომარეობა გამწვავდა და კლინიკა “მედცენტრში” შეიყვანეს, სადაც პაციენტი მალევე გარდაიცვალა. გარდაცვალებაში რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.

„ფორტუნა“ ფაქტის გადამოწმებას კლინიკა „მედცენტრში“ შეეცადა.

„პაციენტი კლინიკაში 18 მარტს შემოიყვანეს, აღენიშნებოდა საერთო სისუსტე და ტკივილი მუცლის არეში. როგორც პაციენტი აცხადებდა, კლინიკაში შეყვანამდე 5 ადრე დაეწყო მუცლის ტკივილები. პაციენტს შესაბამისი კვლევები და ოპერაცალიული მკურნალობა (მწვავე აპენდიციტი პერფორაცით და პერიტონიტით) ჩაუტარდა,“ – განაცხადა „მედცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა.

მისი განცადებით, ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, გოგონას მდგომარეობა დამძიმდა. რაც შეეხება, გარდაცვალების მიზეზეს, ამის მიზეზი გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე პროგრესირებადი უკმარისობა გახდა.

გარდაცვლილის ახლობლები რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს დაუდევრობასა და უპასუხიმგებლობაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ ექიმებმა დიაგნოზი არასწორად დასვეს, რასაც მდგომარეობის გამწვავება მოჰყვა.

„ფორტუნა“ ფაქტის გადამოწმებას “ჩემი ოჯახის კლინიკა” – ბათუმის რეფერალური საავადმყოფოში“ ეცადა მაგრამ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ოჯახი ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინიტროში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება არ შესულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები