LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის სტადიონზე ხელოვნურ მზეს დაამონტაჟებენ

149
stadioni-1

ბათუმის სტადიონზე ხელოვნურ მზეს დაამონტაჟებენ. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ, 20 000 მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო მოედანზე, ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური სანათების (ხელოვნური მზე) შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 640 000 ლარია. ხელოვნური მზის შესაძენად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება.

შეგახსენებთ, ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი და ის ოფიციალურად, 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა. სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით აღიჭურვა.

საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა ხორუმის მოტივებზე აშენდა. ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები, მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც შესაბამისი მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერით ნათდება (საქართველოს დროშის, საქართველოს გერბის, აჭარის დროშის და სხვა.)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები