LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი 9 დღის წინ დაუდასტურდა

106
BeFunky-collage - 2020-09-25T125754.675

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი უკვე მე-9 დღეა კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაცია სოლომონ ფოტკარაძემ “ფორტუნასთან” სატელეფონო საუბარში დაადასტურა.

მისი თქმით, მას ინფექცია მსუბუქ ფორმებში ჰქონდა და ამიტომ მკურნალობა საკუთარ ბინაში გადაწყვიტა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს დღეს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა და როგორც აღნიშნა, პასუხს დღეს საღამოს ან ხვალ დილით მიიღებს.

“დიახ! კოვიდინფიცირებული ვარ და ბინაში ვნკურნალობ. დღეს ანალიზი ამიღეს და გვიან საღამოს ან ხვალ დილით ველოდები პასუხს. სუსტად გამოხატული სიმპტომები მქონდა, ერთდღიანი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა არ მქონია. მე თავად გადავწყვიტე ბინაში მემკურნალა, რადგან ამ მეთოდის ერთ-ერთი ინიციატორი მე ვიყავი. ყველა პაციენტი, ვისაც სუსტად გამოხატული სიმპტომები აქვს, ყველა ბინაზეა გადაყვანილი. გუშინდელი მონაცემებით, საკუთარ სახლებში 240-მდე პაციენტი მკურნალობს”, – განაცხადა სოლომონ ფუტკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები