LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ქუჩებში წითელი პანორამული ავტობუსები გამოჩნდა (ფოტოები)

1262
BUS (5)

ქართულ ტურისტულ ბაზარზე ახალი ტურისტული კომპანია Elt travel-გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ბათუმში City Tour Bus–ით ანუ პანორამული ავტობუსებით მომსახურებას სთავაზობს. აღნიშნული საშუალებით ქალაქის დათვალიერება მსოფლიოში ყველაზე აპრობირებული მეთოდია. ქალაქში უკვე 3 ავტობუსი მოძრაობს და ყოველ საათში ერთხელ გადის ბათუმის ღირსშესანიშნაობებს კონკრეტული მარშრუტებით – ახალი ბულვარიდან ბოტანიკურ ბაღამდე.

როგორც Elt travel-ში აცხადებენ, მგზავრებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთი, მარტივად ავიდნენ, ან ჩამოვიდნენ 16 გაჩერებიდან სასურველ ლოკაციებზე ულიმიტოდ 24/ 48/ 72 საათის განმავლობაში და პარალელური რეჟიმში, 12 სხვადასხვა ენაზე მოისმინონ ტექსტები 60 მთავარი ღირსშესანიშნაობის შესახებ.

კომპანიის დევიზია: „აღმოაჩინეთ ბათუმის მთავარი ღირსშესანიშნაობები “სითი ბასით”!“

მათივე ინფორმაციით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

  • ოფიციალურ საიტზე: elttravel.ge
  • თავად ავტობუსებში;
  • ქალაქში მდებარე სასტუმროებში;
  • ყველა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში
  • საფინანსო კომპანია „ელთ კომპანის“ ბათუმისა და ქობულეთის სერვისცენტრებში.

ღირებულება იწყება 15 ლარიდან.

სიახლეები და დამატებითი ინფორმაციები შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ფეისბუქ გვერდზე – elt travel

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები