LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ჯაზფესტივალზე ნინო ქათამაძე და სტეფანე იმღერებენ

243
jazzfestival20jl

ბათუმის საერთაშორისო ჯაზფესტივალი წელს სრულად ქართველ შემსრულებლებს დაეთმობათ. „ისთერნ ფრომოუშენსი“ ჯაზფესტივალს 21-23 აგვისტოს ბათუმში, ჩოგბურთის კორტებზე, რეკომენდაციების სრული დაცვით წარმოგვიდგენს.

21 აგვისტოს, საკუთარ დაბადების დღეზე, ნინო ქათამაძე გამართავს სოლოკონცერტს. მისი დიდი ბენდის შემადგენლობაში ჯაზპიანისტი, პაპუნა შარიქაძე იქნება, რომელთანაც ნინო ძალიან ხშირად თანამშრომლობს.

21 აგვისტოს ბათუმის ჯაზფესტივალზე, ქართველ შემსრულებლებს შორის, წარდგება ჯაზპიანისტი, ბერკლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პროექტ “ვოისას” ავტორი, გიორგი მიქაძე, რომელმაც სპეციალურად ბათუმის ჯაზფესტივალისთვის განსაკუთრებული პროგრამა მოუმზადა მსმენელს.

22 აგვისტოს პირველ ნაწილში დაუკრავს ლუკა თოფურია თავის ტრიოსთან ერთად, მეორე ნაწილში კი მსმენელის წინაშე წარდგენა  სტეფანე ახალი პროგრამით, რომელიც სპეციალურად ჯაზფესტივალისთვის შექმნა.

23 აგვისტოს Young Georgian Lolitaz და ნიკა კოჩაროვი და Moku Moku შემოგვთავაზებენ პროგრამას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები