LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ინფექციურში მოწამვლის სიმპტომებით 14 მოქალაქე შეიყვანეს, მათ შორის ბავშვებიც არიან

115
435951039

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შერვაშიძის ქუჩიდან 14 მოწამლული მოქალაქეა შეყვანილი, მათ შორის ბავშვებიც არიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 14-ვე პაციენტი ამ დრომდე, სტაციონარში რჩება.

მედიკოსების შეფასებით, სავარაუდოდ, ნაწლავური ინფექციაა ან მოწამვლა. მათივე თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. აღებულია ბაქტეოროლოგიური ანალიზი, რომლის პასუხიც ხვალ ან ორშაბათს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება მოწამვლის მიზეზს, რამდენიმე მოქალაქე ამბობს, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს წყალს, რადგან მათი თქმით, წყლის მილის დაზიანებისა და აღდგენის შემდეგ ონკანში დაბინძურებული წყალი მოდის.

წყლის სინჯები უკვე აიღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა. კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები