LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ჩაქვის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

147
patruli

ბათუმი ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ექიმების პირველადი ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების თქმით ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის გამოც, ამ დროისთვის გვირაბთან საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები