LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის აეროპორტის გაფართოება და განვითარება იგეგმება

203
800px-Batumi-international-airport

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 10 წლიან განვითარებასთან დაკავშირებით, ტექნიკურეკონომიკურ კვლევას ჩაატარებს. კვლევის მიხედვით მოხდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის დეტალურად შესწავლა, რათა განხორციელდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ საკონსულტაციო მომსახურებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „TH Airport Consulting“ გაუწევს. დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და TH Airport Consulting დირექტორმა ტორსტენ ჰენტჩელმა, რომელიც ამავე დროს ბათუმის აეროპორტის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელმძღვანელი იქნება.

მომსახურების ფარგლებში მოხდება აეროპორტის არსებული გამტარუნარიანობის შეფასება და ანალიზი, მისი ინფრასტრუქტურისა და აეროპორტის გაფართოების შესაძლებლობის საკითხის შესწავლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები