LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელში გაერთიანდება

59
shutterstock-594149126

ბათუმი UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელში გაერთიანდება. ამის შესახებ Facebook-ზე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე წერს.

„მინდა ყველას მოგილოცოთ! „იუნესკოსთან“ დაწყებული მოლაპარაკებები, პარიზში წარმატებით დავასრულეთ, სხვა გამორჩეულ ევროპულ ქალაქებთან ერთად, „კრეატიული ქალაქების“ ნუსხაში შევა ბათუმი. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას მსოფლიო კულტურულ და ტურისტულ რუკებზე.

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია. სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, თანამშრომლობისათვის გულითადი მადლობა მინდა ვუთხრა „იუნესკოს“ გენერალური მდივნის მოადგილეს, ბატონ ერნესტო ოტონეს“, – წერს ბოლქვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები