LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი, როგორც დუბაი: ქალაქში ცნობილი პალმის კუნძულების ანალოგი გაკეთდება

454
page

ბათუმს დუბაის პალმის კუნძულების ანალოგი ექნება. ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელშიც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, უკვე შეთანხმდნენ კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ახალი, ხელოვნური კუნძული.

„საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით: ჩვენ უკვე შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე 2022 წლის პრიორიტეტების და სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს. ასევე, დეტალურად განიხილეს გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარე მასშტაბური პროექტები. სამინისტრო აჭარაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრეს. აჭარაში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გაზრდილია, რის გამოც საპრივატიზაციო პროცესი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. თორნიკე რიჟვაძემ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ტურიზმის გააქტიურების პარალელურად, ეკონომიკური აქტივობა გაძლიერდა.

“საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურად დაგეგმვა მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. მომავალი წლები უნდა იყოს გარღვევის ეტაპი მშენებლობის და კონკრეტული ახალი პროექტების განხორციელების მხრივ”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები