LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი ისრაელში წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

178
batumi

ბათუმი ისრაელში 2019 წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმს ეს ტიტული გასული წლის შემდეგ უკვე მეორედ მიანიჭა.

2019 წელს, ბათუმის შესახებ სტატიებზე ვებგვერდ lametayel.co.il-ის მეშვეობით მილიონობით უნიკალურ მომხმარებლებს ჰქონდა წვდომა. სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, თამარ კაიკაციშვილს გადასცეს.

Lametayel-ი ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით Google-ში ყველაზე ხშირად ძებნადი ვებგვერდია. მას ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები