LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბატონო პუტინო, მზად ვარ, ნებისმიერ ადგილას დონბასში შეგხვდეთ, სადაც ომია” – ვლადიმერ ზელენსკი

100
BeFunky-collage

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, კონფლიქტის დასრულებაზე საუბარს კიდევ ერთხელ, ამჯერად დონბასში სთავაზობს.

“ბატონო ბუტინ, მე მზად ვარ უფრო შორს წავიდე და უკრაინის დონბასში ნებისმიერ ადგილას შეგხვდეთ, სადაც ომია”- თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინას არ უნდა ომი და კონფლიქტის დიპლომატიურად მოგვარება სურს, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში მზადაა თავდაცვისთვის.

„სურს უკრაინას ომი? – არა. მზად არის უკრაინა ომისთვის? – დიახ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები