LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბასიანის” ოფისში პოლიცია შევიდა

141

ღა­მის კლუბ “ბა­სი­ა­ნის” ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის ზვი­ად გელ­ბა­ხი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლუ­ბის ოფის­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ.

ამის შე­სა­ხებ გელ­ბა­ხი­ა­ნი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე წერს:

“ბასიანის ოფისში შ.ს.ს შემოვიდა, ჩხრიკავენ ოფისს მიაქვთ ყველა დეკლარაცია.როგორც ჩანს შოუ არ დამთავრებულა,” – წერს ზვიად გელბახიანი.

ჩხრეკის ფაქტი “ფორტუნასთან” საუბარში, შსს-მ უარყო და განმარტა, რომ კლუბის ოფისში პოლიცია ორივე მხარის შეთანხმებით, გარკვეული დოკუმენტების ამოსაღებად შევიდა.

“არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი ოქმიც გაფორმდება”, – განმარტეს “ფორტუნასთან” შსს-ში, თუმცა რა საქმესთან დაკავშირებით იღებენ დოკუმენტებს არ აკონკრეტებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები