LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბასიანის” დიჯეისთან შელაპარაკების შემდეგ, უცნობმა პირმა სახლიდან იარაღი აიღო და სამი პირი დაჭრა

571
დაკავება 2

შელაპარაკება დიეჯისთან და დაჭრილი სამი ადამიანი – კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ფაქტზე დაკავებულ პირს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

მათი ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

"ბასიანთან" სამი მოქალაქე დაჭრეს

დაჭრილები ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს, ურთიერთდაპირისპირება მოუვიდა „ბასიანში“ დიჯეისთან, რის შემდეგაც დაცვამ ის კლუბიდან გაიყვანა. აღნიშნულმა პირმა ტერიტორია დატოვა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ კლუბის ტერიტორიაზე დაბრუნდა და იარაღიდან გაისროლა. შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ამ დროისთვის დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები