LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქრაძე: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში

96
BeFunky-collage

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ის ადამიანები, ვინც „ევროპული საქართველოს“ გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

“როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს მოხდება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ არ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად”- ამბობს ბაქრაძე.

კითხვაზე, რატომ არ უნდა იყვნენ, ბაქრაძე პასუხობს, რომ დღეს დღეს “დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე”

“იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ სამართლიანად არის თუ უსამართლოდ, მაგრამ საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ და იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები.

დიახ, პიროვნების როლი პარტიაში იყო ერთ-ერთი თემა, რის გამოც ჩვენ გვქონდა მაშინ განსხვავებული ხედვა,” – განმარტა დავით ბაქრაძემ.

პოპულალურები