LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ჩქაროსნული მატარებელი დაინიშნა

2949
1987030793

ბაქოთბილისიბაქოს მარშუტზე რეისებს ჩქაროსნული  მატარებელი შეასრულებს, რომელიც ფრანგული წარმოებისაა. როგორც ადგილობრივი, ანუ აზერბაიჯანული მედია „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით იუწყება, ჩქაროსნული მატარებელი Prima M4 ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე უკვე 24 ოქტომბრიდან ოპერირებს.

აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე რეისენი კვირაში 7 სიხშირით სრულდება. ჩქაროსნული მატარებელი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის არსებული მარშრუტის დაფარვას 12.15 საათს ანდომებს.

მატარებლის ბილეთის ღირებულება 23 აზერბაიჯანული მანათიდან იწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები