LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკები მზად არიან, ტურიზმის სექტორისთვის სესხები კვლავ გადაავადონ

78
banking-sector

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ტურიზმის სექტორისთვის კიდევ ერთხელ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი.

„გუშინ მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა ონლაინ შეხვედრა წამყვან ბანკებთან და მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან. ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისთვის და მცირე სასტუმროებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა. რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, რადგან იქ არის სხვადასხვა გარემოება, რაც მნიშვნელოვანია ბანკისთვის. მთლიანობაში, არის მზადყოფნა, რომ თუ მიმართავენ სასტუმროები, ბანკები მზად არიან, კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები