Balenciaga-მ 2019 წლის Pre-Fall კოლექცია წარადგინა. კოლექციაში განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას საზაფხულო ფეხსაცმელი, რომელიც 715 ევრო ღირს.
სანდალს მეტალის ქუსლი აქვს და მისი ყიდვა ვარდისფერ და შავ ფერებშია შესაძლებელი.
შეგახსენებთ, “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა. ბალენსიაგაში სწორედ მისი მოსვლის შემდეგ დაიწყო ახალი ერა, რომელიც 90-იანების საქართველოთია შთაგონებული.