ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ბაკურიანში სამ ახალ საბაგიროს ააშენებს.

დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14 აგვისტოს, 11:00 საათზე, მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება.

საბაგიროების მშენებლობა, თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, დიდველის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს.

ხელშეკრულებას ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გააფორმებს.

ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის, ასევე დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი არად ბენკო და „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები