LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში პარკინგის რამდენიმე ზონა მოეწყობა

88
IMG-9226

პრემიერ-მინისტრის დავალებით ბაკურიანში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განსახილველად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ გამცემლიძე, შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ბაკურიანში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნენ.

სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა ადგილზე შეამოწმეს საბაგიროები, საპარკინგე ადგილები და სველი წერტილები.

ტურისტული ნაკადის ზრდის ფონზე, კურორტზე პარკინგის რამდენიმე ზონის მოწყობა იგეგმება. უწყებების წარმომადგენლებმა დიდველსა და კოხტას საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერეს.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბაკურიანში, რომ ადგილზე გავეცნოთ სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებს. ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ მიიღოს უფრო მეტად გაზრდილი ტურისტული ნაკადი. აქ ჩვენ ვიმყოფებით სხვადასხვა უწყებასთან ერთად, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია ტურიზმის სექტორთან, რომ ერთიანი ძალებით ჩვენ წლევანდელი ზამთარი გამორჩეულად წარმატებული გვქონდეს.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„კურორტები მზად არის. სასრიალო არეალი მოწესრიგებულია, უსაფრთხოების ყველა სისტემები, საბაგიროები მწყობრშია, გავლილია ყველა შემოწმება. ჩვენ გადავამზადეთ როგორც სამაშველო, ასევე საბაგიროს პერსონალი. დავამატეთ ახალი გონდოლები. წინასწარ საკმაოდ ბევრი სეზონური აბონემენტი გაიყიდა, რაც საშუალებას მოგვცემს სეზონის დროს სალაროებთან დიდი რიგები აღარ იყოს.“-აცხადებს თეიმურაზ გამცემლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები