მომავალ წელს ტურიზმის, განსაკუთრებით სამთო კურორტების მიმართულებით მნიშვნელოვანი განვითარება იგეგმება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.
„ჩვენი ყურადღების ცენტრში გაისად იქნება პირველ რიგში, ბაკურიანი, სადაც 2023 წელს იგეგმება მსოფლიო ჩემპიონატი „ფრისტაილში“. ჩვენ იქ წელს ახალი საბაგიროების მშენებლობა დავიწყეთ, რაც გაისად დასრულდება, გარდა ამისა, შეიქმნება მიმდებარე, ახალი სასრიალო არეალი და ყველა თანდართული ინფრასტრუქტურა განვითარდება. ეს იქნება ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურა, რაც კარგ პირობას შეუქმნის კეძო ბიზნესს ტურისტული ობიექტების განვითარებისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 364.0 მლნ ლარი, მათ შორის: სათხილამურო ინფრასტრუქტურისათვის გათვალისწნებულია 78 მლნ ლარი.