LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურ კოტეტიშვილი: „ბავშვმა რომ არ თქვას „გამარჯობა,“ არაფერი მოხდება, არც „ნახვამდის“ რომ არ თქვას, ამით არაფერი დაშავდება“

601
bakurkotetishvili

ბავშვთა ნევროლოგი, ბაკურ კოტეტიშვილი ვრცლად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩნდება შვილებსა და მშობლებს შორის ურთიერთობისას. ექიმის თქმით, ბავშვისთვის საუკეთესო მოდელი მშობლის ქცევაა, ამიტომ აქ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აუცილებლად გახლავთ მშობლებთან ურთიერთობა. ქცევის საბაზისო მოდელი ბავშვმა აუცილებლად მშობლების ქცევიდან უნდა გადაიღოს. ხშირად გაგვიკეთებია, სადღაც შევდივართ და ბავშვს ვეუბნებით: „აბა, მიესალმე ახლა!“ წასვლისას აუცილებლად: „აბა, ახლა დაემშვიდობე!“ ვითომ ეს ყველაფერი აღზრდის კონტექსტშია, სინამდვილეში ეს გარკვეულწილად ძალადობაა. ბავშვმა რომ არ თქვას „გამარჯობა,“ არაფერი მოხდება, არც „ნახვამდის“ რომ არ თქვას, ამით არაფერი დაშავდება. ​ამ შემთხვევაში ჩვენს თავს წარმოვაჩენთ: „ნახე, მე როგორ სწორად ვზრდი შვილს!“ ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს თავს და არ ვფიქრობთ იმ წუთას ბავშვზე. შეიძლება, მას იქ შესვლა არც უნდოდა, ან პირიქით, წასვლა აღარ უნდოდა.

თუ ჩვენ ვამბობთ გამარჯობას, თუ ვამბობთ: „ნახვამდის,“ თუ გზას ვუთმობთ დერეფანში სხვას, ბავშვი ამას აუცილებლად ხედავს, ითავისებს და აუცილებლად ასე მოიქცევა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვახსოვს, სამი თვის წინ რა ვთქვით, ორი კვირის წინ როგორ მოვიქეცით. ბავშვები ამას ყველაფერს ისე იმახსოვრებენ და იზეპირებენ, მშობლები გაოცებულები არიან. ეს ბავშვის ტვინია“ – განაცხადა ბაკურ კოტეტიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები