მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელად, რომელმაც მინისტრის სავარძელში ერთ წელზე ცოტა მეტი გაატარა, არაოფიციალურად ორი კანდიდატურა სახელდება. 

მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეა.

მან მთავრობის მეთაურის პოსტი 2 თვის წინ “ფეისბუქ პოსტით” დატოვა. 

ამის შესახებ ინფორმაციები მედიის წარმომადგენელთა შორის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

რაც შეეხება მეორე სავარაუდო კანდიდატურას – ის გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილია. 

ამ თემაზე განათლების კომიტეტის წევრი თემურ ჭკუასელი ამბობს, რომ გამორიცხული არაა, მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილებოდეს, რასაც დეპუტატი მიესალმება.

 

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ ბატიაშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე მინისტრის თანამდებობა დატოვა.

განათლების მინისტრი თანამდებობიდან წავიდა

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები